აბიტურიენტთა 2019 წლის ცნობარში ცვლილებები შევიდა
26-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ  აბიტურიენტებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 26 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ.

პროგრამის არჩევისას აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს:

• აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); 
• რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
• საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
• უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი;
• საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური; 
• საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა; 
• გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

იხილეთ ასევე: როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელების რეგისტრაცია და რა დოკუმენტებია საჭირო?!

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა პრიორიტეტული სიის შევსებისას - ინტერვიუ naec-ის წარმომადგენელთან 

​2019-2020 სასწავლო წლის უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203