საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში განათლების მინისტრმა განათლებაში დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
22-09-2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკის, მედია ინჟინერიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობების მაგისტრანტებსა და პედაგოგებს, ასევე, საჯარო მმართველობისა და სამართლის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა  სასწავლო წლის დაწყება მიულოცა GIPA-ს მაგისტრანტებსა და პედაგოგებს.

შეხვედრის კითხვა-პასუხის რეჟიმში გადასვლამდე, ალექსანდრე ჯეჯელავამ ვრცლად ისაუბრა უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებსა და იმ გეგმებზე, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობით უახლოეს მომავალში სურს განახორციელოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203