ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა
23-08-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულები. შედეგების სანახავად იხილეთ ბმული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახვა აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შეუძლიათ.
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 23 აგვისტოდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს