2019-2020 სასწავლო წლის სამაგისტრო გრანტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
21-08-2019

მთავრობის დადგენილებით, 2019-2020 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრა.

აღნიშნულის შესახებ დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

ბრძანების  მიხედვით:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა 2  000 000 ლარით განისაზღვრა;
  • მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 205 000 ლარით განისაზღვრა;
  • მაგისტრანტების განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება  45 000 ლარით განისაზღვრა;
  • 2019-2020 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 ლარისა.

2019-2020 სასწავლო წლისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები განისაზღვრა:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);
  •  ჯანდაცვა;
  • ჰუმანიტარული;
  • ხელოვნება;
  • აგრარული;
  • განათლება;
  • სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);
  • საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);
  • სამართალი;
  • მათემატიკა და ფიზიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • ბიზნესი და ეკონომიკა;

2019-2020 სასწავლო წლისთვის გათვალისწინებული თანხის 60,04 პროცენტი -  1 200 800 ლარი განაწილდება ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრული მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

  • საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;
  • სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;
  • განათლება − 6,07%;
  • ჰუმანიტარული − 6,07%;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;
  • ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;
  • სამართალი − 3,07%;
  • მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;
  • აგრარული − 2,17%;
  • ჯანდაცვა − 1,17%;
  • ხელოვნება − 0,67%.

იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203