თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლემ მაგიდის ჩოგბურთის საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა
21-08-2019

თელავის N9 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ სალომე კევლიშვილმა მანავის ბანაკში ჩატარებულ მაგიდის ჩოგბურთის საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.

ინფორმაცია ამის შესახებ სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„სპორტული აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი დიდი ხანია ცხოვრების მეგზურად აირჩიეს ჩვენმა მოსწავლეებმა. მათი წარმატებების შესხებ სიამოვნებით ვეცნობით ინფორმაციებს და შეძლებისდაგვარად, ვაქვეყნებთ! ამჯერად, მაგიდის ჩოგბურთზე მოგიყვებით. მანავის ბანაკში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში მე-9 კლასის მოსწავლემ სალომე კევლიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა! ვულოცავთ სალომეს, მის მასწავლებლებს, სკოლას, თელავს, საქართველოს! სალომე თავისი სპორტული მონაცემებით დიდი ხანია სასიამოვნოდ გვაოცებს. არ დარჩა თითქმის სპორტის არც ერთი სახეობა, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიეღო და წარმატებისთვის არ მიეღწია. ასე გააგრძელე, სალომე! გვიხარია და გვეამაყება შენი მიღწევები!“, - ნათქვამია სკოლის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203