არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლე მარიამ ჩანქსელიანი გარემოსდაცვით ბანაკში მონაწილეობდა
20-08-2019
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ ჩანქსელიანი გარემოსდაცვითი ბანაკში მონაწილეობდა. 

გარემოსდაცვითი ბანაკი - Green Camp 22–27 ივლისს მშვიდობის ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელი ბანაკში, მშვიდობის ფონდის მირ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე ჩაერთო. 

ბანაკი შემეცნებით -კულტურულ ხასიათს ატარებდა. ტარდებოდა ტრენინგები გარემოსდაცვით საკითხებზე, მოსწავლეები დამოუკიდებლად აღწერდნენ თავიანთ თემებში არსებულ პრობლემებს, მოეწყო ლაშქრობა მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ასევე, დასუფთავდა ურეკის სანაპირო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203