ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მინი კალათბურთის საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა
20-08-2019
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მინი კალათბურთის საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.
საქართველოს ჩემპიონატი მინი კალათბურთში 7 აგვისტოს, მანავის ბავშვთა და ახალგაზრდობის ბანაკში ჩატარდა. ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ღირსებას იცავდა, რადგან სწორედ ისინი გახდნენ ჯერ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამარჯვებული, შემდეგ კი რეგიონში პირველები.
ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მანავში 1/4 ფინალში გურიის წარმომადგენლები დაამარცხა, ხოლო1/2 ფინალში კახეთის უძლიერეს გუნდთან დამარცხდა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
გუნდის შემადგენლობაში არიან: კაპიტანი - მარიამ ქაძანაია; მარიამ ღურწკაია, მარიამ სიჭინავა და გვანცა სიჭინავა. მასწავლებელი: სპორტის დამსახურებული ოსტატი: თეიმურაზ ნადარაია.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს