რა პროცედურები უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებელმა სკოლაში დასაქმებამდე?! - განათლების მინისტრის ბრძანება
20-08-2019

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში და გაცემის წესი დამტკიცდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.

აღნიშნული პირები ვალდებული არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩააბარონ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო.

მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი რეგისტრაციას გადის ელექტრონულ სისტემაში, სადაც ასახავს ინფორმაციას პირადი მონაცემების შესახებ.

ცენტრი ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველ პირებს ელექტრონულად აწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონულ სისტემაში განთავსებული მასწავლებლობის მაძიებლის ვაკანსიის/ვაკანსიების შესახებ.

მასწავლებლობის მაძიებლობის გავლის პერიოდი

მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებისა და მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში.

ამ მუხლის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია შეწყვიტოს მასწავლებლობის მაძიებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისი ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ სისტემაში.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა

  • მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შედგება ორი კურსისგან: ა)აკადემიური კურსი; ბ)პედაგოგიური პრაქტიკის კურსი;
  • მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შესაძლებელია იყოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი (ინტენსიური);
  • მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი ითვალისწინებს მაძიებლისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსი მოიცავს მაძიებლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური პრაქტიკის გავლას;
  • მასწავლებლობის მაძიებელი პროგრამის აკადემიურ კურსს გაივლის ელექტრონულ სისტემაში დისტანციურად, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი კი მოიცავს პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს და ხორციელდება უშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • პედაგოგიური პრაქტიკის კურსის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს ფასილიტაციას უწევს ტუტორი;
  • პედაგოგიური პრაქტიკის კურსის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელი ადგენს მის საჭიროებებზე მორგებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც უთანხმებს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს. დირექტორი სამოქმედო გეგმას ამოწმებს ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
  • მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად;
  • მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსის შეფასებას ახორციელებს ცენტრი, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსის შეფასებას - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
დეტალურად იხილეთ ბრძანება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203