დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ძველი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე ახალი სტადიონი მოეწყობა
19-08-2019

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის პროექტმა საგრანტო კონკურსში - „დედოფლისწყაროს განვითარებისთვის“ გაიმარჯვა და ძველი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე ახალი სტადიონი მოეწყობა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით გამორჩეულად არის დაინტერესებული.

„ლოგიკურია, რომ ყველა წარმატებული სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ სპორტი საჭირო დისციპლინას უყალიბებს მოზარდს და რაც ყველაზე მთავარია, მათ ჯანმრთელობას მავნე ჩვევებისგან იცავს. სწორედ ამიტომ ჩვენი სკოლა ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, „HEKS-EPER“-ის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - „დედოფლისწყაროს განვითარებისთვის“ მონაწილეობდა. ჩვენი პროექტი გარე სპორტული მოედნის მოწყობას ეხება. პროექტმა გაიმარჯვა, დაიწყო სამუშაოები და ძველი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე ახალი სტადიონი მოეწყობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის „HEKS-EPER“ საქართველოს“ დედოფლისწყაროს ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს დაფინანსებისთვის, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს თანადაფინანსებისთვის.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203