დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ჩიტიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე უშუში გამარჯვება მოიპოვა
16-08-2019

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ჩიტიშვილმა  მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უშუში (ჩინური საბრძოლო ხელოვნება) გამარჯვება მოიპოვა.

„ევროპის ჩემპიონატზე მოსკოვში დედოფლისწყაროს „უშუს გუნდის“ კაპიტანმა, ნიკა ჩიტიშვილმა ააფრიალა საქართველოს დროშა (მწვრთნელი გიორგი ცისკარაული). ეს ნიკა ჩიტიშვილის უკვე მეორე გამარჯვებაა.

ნიკა დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.  მოსკოვში პირველად მან 2018 წელს გაიმარჯვა „უშუს ვარსკვლავზე“. მის ტიტულებს ახლა ევროპის ჩემპიონის ტიტულიც შეემატა!

ვულოცავთ ნიკას ამ წარმატებას. ვამაყობთ  და გვჯერა, რომ უფრო მაღალი ტიტულების მოპოვებასაც შეძლებს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203