რომელ საჯარო სკოლებში შეიტანენ ახალ მერხებს, რომლის შესაძენადაც 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
18-08-2019

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 122 500 სასკოლო მერხისა და სკამის შესყიდვას აპირებს, რისთვისაც 8 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.

იხილეთ სკოლების სია, სადაც ტენდერით ნაყიდი მერხები და სკამები შევა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერთან დაკავშირებით წინადადებების მიღება 8 აგვისტოს დასრულდა და ახლა მათი განხილვა მიმდინარეობს. 

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი 122 500 კომპლექტი სასკოლო მერხისა და სკამის სახელმწიფო   შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  8 513 750 00 ლარით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203