სად დარეგისტრირდა ყველაზე მეტი პირველკლასელი?! - ყველაზე მოთხოვნადი სკოლების ათეული
15-09-2019

2019-2020 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 51 ათასზე მეტმა პირველკლასელმა გაიარა, საიდანაც 46 ათასზე მეტი საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა.

etaloni.ge დაინტერესდა რომელია ყველაზე მოთხოვნადი სკოლები საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად გამოვითხოვეთ ინფორმაცია თუ რომელ სკოლებში დარეგისტრირდა ყველაზე მეტი პირველკლასელი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლისთვის ყველაზე მეტი პირველკლასელი - 306 მოსწავლე - თბილისის N192 საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა.

გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნადი სკოლების ათეულს:

I ადგილი - თბილისის N192 საჯარო სკოლა - 306 მოსწავლე;
II ადგილი - თბილისის N173 საჯარო სკოლა - 220 მოსწავლე;
III ადგილი - თბილისის N161 საჯარო სკოლა - 218 მოსწავლე;
IV ადგილი - თბილისის N175 საჯარო სკოლა - 208 მოსწავლე;
V ადგილი - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა - 205 მოსწავლე;
VI ადგილი - ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა - 190 მოსწავლე;
VII ადგილი - ბათუმის N8 საჯარო სკოლა - 189 მოსწავლე;
VIII ადგილი - ბათუმის N10 საჯარო სკოლა - 179 მოსწავლე;
IX ადგილი - თბილისის კლასიკური გიმნაზია - 178 მოსწავლე;
X ადგილი - ბათუმის N9 საჯარო სკოლა - 177 მოსწავლე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203