„ონელობაზე“ შეუბნის სკოლის დირექტორი ეთერ ჩიკვილაძე დააჯილდოვეს
14-08-2019

10 აგვისტოს ონის რაიონში ქალაქის დღესასწაული „ონელობა" გაიმართა, სადაც შეუბნის საჯარო სკოლისათვის ორმაგად სასიხარულო და სადღესასწაულო გამოდგა ეს დღე.

სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეთერ ჩიკვილაძეს გადაეცა სიგელი და სიმბოლური საჩუქარი ონის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის, უანგარო ზრუნვისა და ონელების ერთგული სამსახურისათვის ქალბატონი ეთერის თაოსნობით სკოლა მონაწილეობას იღებს რაიონში გამართულ არაერთ ღონისძიებაში.

ვულოცავთ ქალბატონ ეთერს წარმატებას, ვუსურვებთ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე ეკეთებინოს სკოლისა და რაიონისთვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203