როდის დასრულდება სააპელაციო განაცხადების განხილვა? - ეროვნული გამოცდების შედეგები წელს 3000-მდე აბიტურიენტმა გაასაჩივრა
14-08-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დასრულდა, აბიტურიენტები აპელაციების შედეგებს ელოდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს საპელაციო განაცხადი 3000-მდე აბიტურიენტმა გააკეთა.

„წელს შემოსულია 2970-მდე განაცხადი. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრების ხელახალი შეფასებისთვის არის შემოტანილი. ყველაზე ნაკლები განაცხადია სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ასევე გერმანულ ენაში. სააპელაციო განაცხადების განხილვა მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება“, - განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რაც შეეხება შედეგების გამოქვეყნებას, naec-ის ცნობით, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლომდე შეიტყობენ აბიტურიენტები აპელაციის შედეგებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203