რა უფლებებით სარგებლობს მასწავლებლობის მაძიებელი პირი და რა პერიოდით შეუძლია მას სკოლაში მუშაობა
06-09-2017
მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მუშაობს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. 

ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს მასწავლებლისათვის გათვალისწინებული თითქმის ყველა უფლებითა და შეღავათით.

შეზღუდვა ეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას (იგი დგინდება სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით) და მონაწილეობას საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში. 

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2 წლისა (იხ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 21).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203