ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
12-08-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის ღვაწლმოსილ მათემატიკის მასწავლებელს ქალბატონ ნანული მაზიაშვილს ღირსეულ ჯილდოს: საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებას.

„ჩვენი სკოლის დირექტორის ქალბატონ მანანა მათეშვილის თქმით -  ქალბატონი ნანული 16 წლის განმავლობაში იყო სკოლის დირექტორი და თითქმის ხუთი ათეული წელია ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას. იგი დიდი სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობს სოფელში.ჩვენი სკოლა ამაყობს მისით. ვუსურვებთ მას  ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში. მადლობა სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მისი შრომის დაფასებისთვის.“- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203