ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების შედეგები ცნობილია - მასწავლებელთა გამოცდები 2019
12-08-2019
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგების ნაწილი ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV; I-VI; VII-XII); მათემატიკის (I-VI; I-IV) ​და ბუნებისმეტყველების (I-IV; I-VI) შედეგებს აქვეყნებს.

მიღებული შედეგების სანახავად გადადით ბმულზე.

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან). 
 
სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. 

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მათემატიკა, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203