როგორ უნდა განახორციელონ აბიტურიენტებმა ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში?! - დეტალური ინსტრუქცია
11-08-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია. მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან 13 აგვისტოს 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ, საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების განხორციელება კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

როგორ უნდა განახორციელონ აბიტურიენტებმა ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში?! -  იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დეტალური ინსტრუქცია:

➡️ პროგრამის დამატება - კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა, იყენებთ ღილაკს - „დამატება“, 
➡️წერთ პროგრამის კოდს და კვლავ აძლევთ ბრძანებას - „დამატება“; 
➡️პროგრამის წაშლა - კურსორს შესაბამის პროგრამაზე აყენებთ და იყენებთ ღილაკს - „წაშლა“; 
➡️განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ირჩევთ ღილაკს - „შენახვა“ და ეკრანზე ხედავთ შესაბამის შეტყობინებას:
✔️ განაცხადში შეტანილი ცვლილებები დამახსოვრებულია! 
✔️შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი განაცხადი! 
➡️გაითვალისწინეთ, პროგრამების რაოდენობის არჩევაში შეზღუდული არ ხართ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203