მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ
09-08-2019

29 ივლისს მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის წევრები“ კლუბის ხელმძღვანელ მაია მებონიასა და სკოლის დირექტორ როდერ ცირდავასთან ერთად კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ.

ბუნებრივი რესურსების მთავარმა სპეციალისტმა მანანა ჩიქოვანმა მოსწავლეებს გააცნო დაცული ტერიტორიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების ნიმუშები, გამართა ვიდეო-ჩვენება.

ეკოკლუბელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვის დამახასიათებელი მცენარეებით, კოლხეთისთვის უცხო სფაგნუმის ხავსებით, მრგვალფოთლა დროზერებით, წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეებით და ენდემური სახეობის ცხოველებით.

ეკოკლუბის წევრებმა პალიასტომი-ფიჩორის მონაკვეთი გადაცურეს პანტონით ეროვნული პარკის წარმომადგენელთან ერთად.  გზადაგზა ეცნობოდნენ ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა სახეობებს, აგროვებდნენ ვიდეო და ფოტო მასალას.

 სამსაათიანი ტური ეკოკლუბელებისთვის საინტერესო და დაუვიწყარი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203