დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა
08-08-2019

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა (კლასის დამრიგებელი - მანანა შანშიაშვილი).

ეს იყო საოცარი სანახაობა, ყველაფერი მოწესრიგებული, შემოქმედებითი, კრეატიული, იუმორისტული ნაზავით, რომელსაც იმ განვლილი „ოთხი წლის“ შედეგი აჩნდა, რომელიც დიდი რუდუნებით ჩადო ამ საოცარ ბავშვებში მანანა მასწავლებელმა.  

სკოლის დირექციამ ღონისძიება წარმატებულად შეაფასა და ბავშვებს ახალ ეტაპზე გადასასვლელად გზა დაულოცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203