ახალციხის N1 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელის" პროექტში ჩაერთვება
08-08-2019

2019-20 სასწავლო წლის I სემესტრიდან „ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში ინტერვენცია განხორციელდება დამატებით 100 სკოლაში. სექტემბრიდან პროექტში ჩაერთვება ახალციხის N1 საჯარო სკოლა.

სკოლა მოწოდებულია საკუთარი პრიორიტეტების, მოსწავლეთა საჭიროებების, სკოლასა თუ ადგილობრივად ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით შეიმუშაოს სასკოლო კურიკულუმი.

პროგრამის კონცეფციაა - „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა.“ პროგრამის ფარგლებში დაინერგება სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები (აქტიური სწავლა-სწავლება, ცოდნის აგება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, სწავლის სწავლა, ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება, აქცენტი გააზრებაზე და არა დამახსოვრებაზე), მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასება და თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკა. პროგრამის მიზანია ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...