ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს სკოლის ეზოში საკუთარი სახელობის ხეები დარგეს
02-05-2017
ახალციხის N5 სკოლამ მონაწილეობა მიიღო დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში ''დარგე ხე და იზრუნე მასზე''.

აქცია ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ხათუნა ხმალაძის ინიციატივითა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალციხის N5 სკოლის მე-12 კლასის წარჩინებულმა მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მუხისა და თელას ხეები დარგეს. ყველა ხეს აქვს ბარათი, რომელზეც იმ მოსწავლის ვინაობა წერია, ვინც დარგო. ამით მოსწავლეები თავიანთ დარგულ ხეებზე იღებენ პასუხისმგებლობას.

''მადლობას ვუხდით აქციის ორგანიზატორებს, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა სკოლაში ჩვენი სახელობის ხეები დარგულიყო. პირობას ვდებთ, რომ ვიზრუნებთ ჩვენს დარგულ ნერგებზე'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...