რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე?! - ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი
07-08-2019

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე 4 სავალდებულო საგანი განისაზღვრა შემდეგ პროფესიებზე: სტომატოლოგია, მედიცინა, საექთნო საქმე, სამეანო საქმე, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ოკუპაციური თერაპია, ფარმაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

ასევე იხილეთ: 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ - დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203