ნუკრიანის საჯარო სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ ნინო ღლიღვაშვილმა არდადეგები საზაფხულო ეკოსკოლაში გაატარა
06-08-2019
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში, საზაფხულო ეკოსკოლის პირველ ნაკადში, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სილიბაურის N2 საჯარო სკოლაში იყო მოწყობილი, მონაწილეობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნინო ღლიღვაშვილი.
საზაფხულო ეკოსკოლის პროგრამა, რომელიც მიმდინარეობდა 21 ივლისიდან-3 აგვისტოს ჩათვლით, მოიცავდა საგანმანათლებლო-თემატურ ტრენინგებს: ბიომრავალფეროვნება-დაცული ტერიტორიები; ნარჩენების მდგრადი მართვა; კლიმატის ცვლილება-ენერგოეფექტურობა; წყლის რესურსები და ჰაერის დაბინძურება; ბუნებრივი კატასტროფები და ა.შ.
საზაფხულო ეკოსკოლის პროგრამაში ასევე შედიოდა კვლევითი სამუშაოები, სპორტულ ღონისძიებები, სათავგადასავლო თამაშები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ექსკურსიები ბათუმში: ბოტანიკურ ბაღში, აკვარიუმსა და დელფინარიუმში.
ნინო ღლიღვაშვილი აქტიურად მონაწილეობდა მე-6 ჯგუფის გუნდურ შეჯიბრებებში, შემოქმედებით საღამოებსა თუ ტრენინგებში, რომლის ლიდერებიც იყვნენ: მარიამ მარკოზაშვილი და სანდრო ერქვანიძე.
ჩვენი სკოლის მოსწავლე ნინო ღლიღვაშვილი აღფრთოვანებულია იმით, რომ მას მიეცა შესაძლებლობა ასე საინტერესოდ გაეტარებინა ზაფხულის არდადეგები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს