როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები? - „ნაშრომები სწორდება, რაოდენობა გაორმაგებულია“
31-07-2019

2019 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგები სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, წინა წლებთან შედარებით, აპლიკანტთა რაოდენობა გაორმაგებულია.

„მიმდინარეობს მასწავლებლების ნაშრომების გასწორების პროცესი. რაოდენობა არის დიდი. წინა წლებთან შედარებით, ორმაგია და ვფიქრობთ, აგვისტოს ბოლოს, სექტმებრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ მასწავლებლების შედეგები“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები 10 ივლისს პროფესიული უნარებით დაიწყო და 21 ივლისს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დაახლოებით, 31 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 10 000 მასწავლებლობის მსურველია, 20 000-ზე მეტი კი - პრაქტიკოსი პედაგოგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203