ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მასწავლებლის თამარ ჭინჭარაულის ნაშრომი პედაგოგთა ნაშრომების კრებულში დაიბეჭდა
31-07-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის გეოგრაფიის უფროსი მასწავლებლის თამარ ჭინჭარაულის ნაშრომი თემაზე -  „მე ეს შევძელი, მასწავლებელო!“ პედაგოგთა ნაშრომების კრებულში დაიბეჭდა. 

საგანმანათლებლო და კონსალტინგური ორგანიზაცია Key Consulting პედაგოგებისთვის, რომელთაც გააჩნიათ საინტერესო პედაგოგიური გამოცდილება და აქვთ სურვილი, საკუთარი გამოცდილების სტატიის სახით გაზიარების მასშტაბურ პროექტს - „გახდი პედაგოგთა კრებულის თანაავტორი“ ახორციელებს. რაც იძლევა შესაძლებლობას, ათასობით პედაგოგმა კონკრეტული გამოცდილება გაუზიაროს ერთმანეთს.

ივნისის თვეში გამოცემულ კრებულში შეირჩა 21 პეადგოგის ნაშრომი, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის გეოგრაფიის უფროსი მასწავლებლის თამარ ჭინჭარაულის ნაშრომი.

აღნიშნული კრებული გაიგზავნება ბიბლიოთეკებში. ასევე, ელექტრონული ვერსია უფასოდ მიეწოდება 6000-მდე პედაგოგს (პედაგოგებს, რომლებიც მონაწილეობენ Key Consulting-ის კონფერენციებში, ტრენინგებსა და სხვა პროექტებში).

იხილეთ პედაგოგთა კრებული

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203