აწყურის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა დამრიგებელს ღონისძიება მიუძღვნეს
31-07-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ დამრიგებელს, ქეთევან დუგლაძეს, ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს იყო მოსწავლეების ყველაზე თბილი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ამაღელვებელი ჟესტი. იყო ცრემლებით სავსე თვალები და სიყვარულით სავსე გული.

„ბედნიერია ყველა ის მასწავლებელი, ვინც ასეთ გულთბილ, ემოციურად დატვირთულ და გულწრფელ სიყვარულს მიიღებს მოსწავლეებისგან, ასევე, მშობლებისა და კოლეგებისაგან. ქეთინო მასწავლებელო, ეს ალბათ ყველაზე ცოტაა, რისი გამოხატვაც სიტყვებით შეიძლება, მადლობა მე-8 კლასს,  საოცარი ბავშვები ხართ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203