შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ისტ-ის გამოცდით უკმაყოფილო აპლიკანტებს პასუხობს
31-07-2019

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდასთან დაკავშირებით აპლიკანტების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.

როგორც წინა მასალაში ვწერდით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ნაწილის თქმით, პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი ხარვეზების ფონზე მიმდინარეობდა, რაც აპლიკანტებისთვის დამატებითი სტრესის შემქმნელი იყო.

აღნიშნულის საპასუხოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში etaloni.ge-ს განუცხადეს, რომ ტექნიკურ ხარვეზის გამოვლენის  შემთხვევა მხოლოდ 2 საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა, რის გამოც აპლიკანტებს დრო დაემატათ, ხოლო ამის გამო ცენტრში მხოლოდ 1 საპრეტენზიო განაცხადი შევიდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  შემოსულია მხოლოდ 1 საპრეტენზიო განაცხადი. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპიუტერებს  გადატვირთვა 23 საგამოცდო ცენტრიდან მხოლოდ 2 ცენტრში დასჭირდათ. თითოეული ტექნიკური ხარვეზის გამოვლენისას, გამოცდაში მონაწილეს შესაბამისი დრო დაემატა, რათა აპლიკანტის საბოლოო შედეგზე პრობლემას გავლენა ვერ მოეხდინა. გარდა ამისა,  პედაგოგები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საკუთარი შედეგებით, სხვა მასწავლებლებთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლას ნოემბრის თვეში შეძლებენ“,-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203