ხევაშენის საჯარო სკოლამ ყველა მიმართულების გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი
30-07-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის, ხევაშენის საჯარო სკოლა, სხვა სკოლების მსგავსად, 2018-2019 სასწავლო წლის „ფინიშთან“ მისვლისას საქმიან ორომტრიალში იყო: გავლილი სასწავლო წლის შედეგების შეჯამება; პროექტის - „სკოლის თვითშეფასება განვითარებისათვის“ შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში შესაძლებლობების ბაზრობისთვის მასალის შეჯერება, დახვეწა; მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში მასწავლებელთათვის დახმარების გაწევა და შეფასება; პარალელურად, ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარება და სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღება.
როგორც სკოლის დირექტორმა ცისანა ობოლაძემ ღნიშნა, სკოლამ წარმატებით გაართვა თავი ყველა მიმართულების გამოწვევას.
„შრომატევადი, თუმცა ნაყოფიერი ივნის-ივლისიც გავიარეთ და წამახალისებელი ერთდღიანი ექსკურსიაც დავიმსახურეთ ბათუმში. აგვისტოს თვეში ძალებს აღვიდგენთ და მოვემზადებით ახალი, უფრო წარმატებული 2019-2020 სასწავლო წლისთვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს