
მარტვილის მუნიციპალიტეტის, გიზო წულაიას სახელობის გაჭედილის საჯარო სკოლის პედკოლექტივმა სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ კურორტ საირმეში ერთდღიანი ექსკურსია მოაწყო.
ექსკურსია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის ვივინა ძიძიგურის თანადგომით დაფინანსდა.
„ეს დღე ხალისიანი და დაუვიწყარი იყო. გაჭედილის საჯარო სკოლის პედკოლექტივი უღრმეს მადლობას უხდის ქალბატონ ვივინას ამ ულამაზესი დღისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები