გლოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი აქცია გამართეს
29-07-2019
ონის მუნიციპალიტეტის, გლოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „შოვის“ წევრებმა გარემოსდაცვითი აქცია გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქცია გლოლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატის ვანო ბაღაშვილის ფინანსური თანამონაწილეობით ჩატარდა.
„გადმოგვეცა საინფორმაციო ბანერები, ხელთათმანები და ნაგვის ტომრები. დასუფთავდა საკურორტო ზონის მიმდებარე ტყე, ფალასტოსა და ტურბაზის მიმდებარე ტერიტორია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ გარემოს“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს