ამაღლების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლოს ღონისძიება - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა
29-07-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ამაღლების საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს ღონისძიება - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
„იყო ლექსები, სიმღერები, ცეკვები, სცენაც კი. თქვენ ხართ ყველაზე საუკეთესონი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევებით, მოტივირებულები ხართ, რომ იყოთ საუკეთესონი და აღაფრთოვანოთ მაყურებელი. ვამაყობ თქვენით, ჩემს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია და ამით უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ იმითაც რომ ასე გულწრფელად გვიყვარს ერთმანეთი, შევეჩვიეთ ერთმანეთს. მიღწეული შედეგი არის ჩემი უმაღლესი ჯილდო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს