თბილისის N54 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
26-07-2019

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის“ ფარგლებში, თბილისის N54 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს „აისი“ ახორციელებს, სკოლის ოთხივე სართულზე მიმდინარეობს და მოიცავს საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს, სველ წერტილებს და სპორტულ დარბაზს; იცვლება წყალკანალიზაციის ქსელი; ეწყობა თანამედროვე ტიპის ტუალეტები; საკლასო ოთახებში მონტაჟდება ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება, მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები; ტარდება სამღებრო სამუშაოები; იცვლება იატაკი.

„რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია“, - აცხადებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.

სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 544 151 ლარია, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203