ბუკისციხის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს
25-07-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკისციხის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით - „გაფრინდით, გადაიარეთ ჭიკჭიკით მთა და ველიო“ აღნიშნეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.