ამაღლების საჯარო სკოლაში მორიგი ლამაზი ღონისძიება - „დედა ენის დღე“ გაიმართა
25-07-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლაში მორიგი ლამაზი ღონისძიება - „დედა ენის დღე“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსი. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.