დაბლაციხის საჯარო სკოლაში პროექტი - „დავიცვათ ჩვენი გარემო“ განხორციელდა
24-07-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის საჯარო სკოლაში პროექტი - „დავიცვათ ჩვენი გარემო“ განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ მთა ნაკოშკვარაზე, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე მდებარეობს, აღადგინონ ძველი ბილიკები, საცალფეხო გზა და მთის მწვერვალზე მოაწყონ პარკი, სადაც შეძლებენ ლიტერატურული საღამოების ჩატარებას.
ამ მთას რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ერთი მათგანის მიხედვით, აქ თურმე ომიდან დაბრუნებულ თამარ მეფეს და მის ჯარს გამოუვლია შეუსვენიათ და ტალახიანი ფეხი გაუწმენდიათ. ამ ადგილას კი მთა წარმოქმნილა, თამარის ქოშის ნაფეხურის გამო ხალხს ნაქოშვარა შეურქმევია, შემდეგ კი დროთა განმავლობაში ნაკოშკვარას სახელით არის ცნობილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს