ამაღლების საჯარო სკოლაში მწერალსა და სცენარისტს, სულიკო ჟღენტს ღონისძიება მიუძღვნეს
24-07-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლაში მწერალსა და სცენარისტს, სულიკო ჟღენტს ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მწერლის სახელობის თეატრალური სტუდია და მუზეუმი ფუნქციონირებს. გაიმართა ნორჩი მხატვრების გამოფენა. გამოიფინა მარი თავაძის, დათო დოლიძის და ანანო დოლიძის ნახატები. მარი თავაძემ საზეიმოდ მოიხატა სკოლის კედლები. მოეწყო წლის მანძილზე მოსწავლეების მიერ მიღებული დიპლომების, სიგელების, სერტიფიკატებისა და ჯილდოების გამოფენა. წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრის სპექტაკლი - „მეგობრობის ძალა“.

მწერლის ქალიშვილმა, ოლგა ჟღენტმა პრეზენტაციის სახით საინტერესოდ წარმოადგინა მწერლის შემოქმედება. მან ასევე სკოლის ბიბლიოთეკას სამახსოვროდ წიგნები გადასცა.

„ამაღლების საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს რაიონის კულტურის ცენტრთან, სწორედ ამ ღონისძიებაზე გააჟღერა ანსამბლმა ,,ნართმა“ კინომუსიკები. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის და ბოლოს მადლობა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი ყაჭეიშვილს იმ შრომისთვის, რასაც დებს სასკოლო ცხოვრების წინსვლისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203