2020 წლის ეროვნული გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება
24-07-2019

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით დეტალური  ინფორმაცია საზოგადოებას აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეროვნული გამოცდების დასრულება შეაჯამა.

მისი თქმით, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.

„რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელს, რომელიც 2020 წლიდან შედის ძალაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება“,-აღნიშნა მინისტრმა.

ასევე იხილეთ: ორი ცვლილება, რომელიც 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში შევა - სოფო გორგოძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203