ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მაზიაშვილი ლიდერთა სკოლის კურსში მონაწილეობდა
23-07-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის წარჩინებული მოსწავლე ნინო მაზიაშვილი KEY CONSULTING-ის განხორციელებულ ლიდერთა სკოლის კურსში მონაწილეობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნინო მაზიაშვილმა კურსის ფარგლებში შეისწავლა დებატების ხელოვნება, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, გადაიღო რეკლამა, დაგეგმა ღონისძიება და განახორციელა სხვა მრავალი აქტივობა  ტრენერებისა და პოზიტიური ბავშვების მონაწილეობით.  

„ნინო მაზიაშვილმა ლიდერთა სკოლაში გაიჩინა მეგობრები და მათთან ურთიერთობას აგრძელებს. ამ სკოლასთან ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებს და დიდი სიყვარულით იხსენებს ტრენერს დიმიტრი ოხანაშვილს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს შინაარსიანად ატარებენ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203