თბილისის N104 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
22-07-2019
თბილისის N104 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ლამარა კაზარიანს ღონისძიებით დაემშვიდობნენ. 

სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„სკოლის სცენაზე ლურჯ-ცისფერ ფერებში გამოწყობილი მე-4 კლასის მოსწავლეები გამოვიდნენ. ისინი გრძნობით აღსავსე სიტყვებით, მხიარულ ცეკვა-სიმღერით დაემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს ლამარა კაზარიანს, ასევე თავიანთ სასკოლო ბავშვობას და გეზი დაიჭირეს შემდეგი საფეხურისაკენ, მე-5 კლასისაკენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203