საღანძილის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ გაიმართა
22-07-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ინკლუზიური განათლების მოსწავლეთათვის მოეწყო. 

ღონისძიებაში I-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო პედაგოგი ირმა ყრუაშვილი. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203