ვალის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა თაობის პოეტების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა
22-07-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სხვადასხვა თაობის პოეტები, თემის შემოქმედი ადამიანები, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები: ვახტანგ მელიქიძე, ციური ასპანიძე-მესხიშვილი და სოფიო ჩიტაშვილი. მათ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პოეზია გააცნეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს მათი ლექსები, შეასრულეს სიმღერები მესხეთზე, საქართველოზე. 

სკოლის ღონისძიებაზე ასევე მიწვეული იყვნენ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები - ეკატერინე ორჯონიკიძე და ზაზა თამარაშვილი, ასევე გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მთავარი რედაქტორი ავთანდილ ბერიძე.

„ღონისძიება ძალიან თბილად და ემოციურად წარიმართა“,- დასძენს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203