იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მიღებას დაესწრნენ
19-07-2019
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი და ფრანგული ენის პედაგოგები ელისო ბაღდავაძე და ეკატერინე ჯუღელი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრნენ.
2019 წლის 9 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული თბილისში საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული მიღებით აღინიშნა.
დღესასწაულს მრავალი ქართველი, ფრანგი და საერთაშორისო მოღვაწე დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ საქართველის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატები.
საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურ მიღებაზე მიწვეულები იყვნენ იმ სკოლების დირექტორები და ფრანგული ენის მასწავლებლები, რომელთაც მხარდაჭერას უწევს ფონდი ,,მოლიერი“ ფრანგული ენის სწავლებაში. მათ შორის იყვნენ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი და ფრანგული ენის პედაგოგები: ელისო ბაღდავაძე და ეკატერინე ჯუღელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს