ველევის საჯარო სკოლაში საზაფხულო კინოჩვენებები გაიმართა
19-07-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში საზაფხულო კინოჩვენებები მოეწყო.
მოსწავლეებისთვის კინოხელოვნების გასაცნობად სკოლას საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი გიგა ლიკლიკაძე სტუმრობდა.
„ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მაღალმთიანი სოფლების სკოლებისთვის კინოჩვენების მოწყობით. მათ შორის მოხვდა ველევის საჯარო სკოლა. კინოხელოვნების გასაცნობად მოვლინებული იქნა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი გიგა ლიკლიკაძე. ყოველი ჩვენების შემდეგ იმართებოდა მსჯელობა, ბავშვები გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებას, რაც ხელს უწყობდა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. კინოჩვენებაში ჩართული იყვნენ სოფელში სხვადასხვა ქალაქებიდან სააგარაკოდ ჩამოსული ბავშვებიცა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებიც. ყველასათვის საინტერესოდ და შინაარსიანად იყო გატარებული ეს დღეები, შთაბეჭდილება დიდხანს გაგვყვება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს