მარნეულის N5 საჯარო სკოლაში „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
19-07-2019
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელები ინტელექტუალურ ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ევროპის დღეები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მრავალი ღონისძიება.