ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, მოჭიდავე ნიკოლოზ ბეშიძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
19-07-2019
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ბეშიძემ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. 

ახალგაზრდა მოჭიდავე იუნიორთა შორის (41 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

სკოლა ნიკოლოზ ბეშიძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203