კონდოლის სკოლას სააქციო საზოგადოება ''თელავის ღვინის მარანმა'' 1000 ლარის წიგნები შეუძინა
კონდოლის სკოლას სააქციო საზოგადოება ''თელავის ღვინის მარანმა'' 1000 ლარის წიგნები შეუძინა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდისთვის.
სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები მადლიერებას გამოხატავენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კახა ზუკაკიშვილის მიმართ.
''სკოლის სახელით დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ კახას, რომელმაც უშურველად გაიღო თანხა სკოლის ბიბლიოთეკისათვის'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.