აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ომიაძე „მომავლის ბანაკში“ იმყოფებოდა
19-07-2019
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ელენე ომიაძე „მომავლის ბანაკში“ იმყოფებოდა.
პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანაკი, რომლის აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას, ფორმირებასა და განვითარებას, მაღალი ხარისხის რეკრეაციულ აქტივობებზე თანაბარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობის გზით.
პროექტი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდა და გაერო-ს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად ბანაკის ძირითად თემად განისაზღვრა: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს