კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
19-07-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში IX კლასის „ბოლო ზარი“ გაიმართა. 
მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილები არ დაიშურეს. მეცხრეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203