ვალის N1 საჯარო სკოლაში ამერიკელი მოხალისე იმუშავებს
19-07-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლაში ამერიკელი მოხალისე იმუშავებს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, უილიამი სკოლაში ორ წელს გაატარებს და მოსწავლეებს ლაპარაკისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

„დიდ ხანს ველოდით ამერიკელი მოხალისის ჩამოსვლას ჩვენს სკოლაში. და აი, ისიც - უილიამი ჩვენთანაა. ის ორ წელს გაატარებს ჩვენთან ერთად და მოსწავლეებს ლაპარაკისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მოკლედ, ძალიან დატვირთული ახალი სასწავლო წელი ელოდებათ ჩვენს მოსწავლეებს. მანამდე კი... საზაფხულო ბანაკი ელით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203